ბიბილოვი: გზა არ ჩაიკეტება, მაგრამ თბილისთან ურთიერთობა ხელშეკრულებამდე არ დალაგდება!

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი ახალგორის მოსახლეობას შეხვდა.

-„თუ მე გავხდები პრეზიდენტი, საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა არ ჩაიკეტება, მაგრამ თბილისთან კარგი ურთიერთობა მხოლოდ ხელმოწერის მერე იქნება შესაძლებელი“.

ბიბილოვი მოსახლეობას ქართულ ენაზეც ესაუბრა. ახალგორი სეპატარისტების ხელში 2008 წლის ომის შემდეგ გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არჩევნები 9 აპრილს არის დანიშნული.