პეტერბურგში 3 დღიანი გლოვა გამოცხადდა

პეტერბურგის გუბერნატორის პრეს-მდივნის, ანდრეი კიბიტოვის განცხადებით, მეტროში მომხდარი აფეთქების დროს მოქალაქეების დაღუპვის გამო 4 აპრილიდან ქალაქში 3 დღიანი გლოვა გამოცხადდა.

ბოლო ინფორმაციით 2 დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.