“უკონტროლო ხდება კრიმინალური სიტუაციის გაკონტროლება ქვეყანაში…”

,,ხალხის პარტიის” თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე შს მინისტრის ყოფილ მოადგილზე გელა ხვედელიძეზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

კობაიძის განცხადებით ორ სახელმწიფო ინსტიტუტს შორის დაპირისპირებაა, რის გამოც ქვეყანაში კრიმინალთან ბრძოლა სათანადოდ ვერ ხერხდება.

“გაზრდილი კრიმინალი ცხადჰყოფს, რომ პოლიციელებს უნდა მიეცეთ მეტი შესაძლებლობა და მეტი თავისუფლება, რათა იმოქმედონ თამამად. დღეს კი ორ სახელმწიფო ინსტიტუტს შორის დაპირისპირებაა. ვგულისხმობ პროკურატურას და შს სამინისტროს, ამიტომ ვერ ხდება კორდინირებული ქმედებები და კრიმინალთან სათანადო ბრძოლა. ხვედელიძეზე თავდასხმაც იმ ჯგუფებიდან მოდის, რომელიც მას დაუპირისპირდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს. არა მგონია, ხვედელიძის თავდასხმის რეალური შემსრულებელი გამოძიებამ გამოავლინოს, რაც არის საგანგაშო. ფაქტიურად, უკონტროლო ხდება კრიმინალური სიტუაციის გაკონტროლება ქვეყანაში და ეს, ძალიან ცუდ შედეგებს მოგვიტანს,”- აღნიშნავს “ხალხის პარტიის” თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე.