„პარლამენტში ან სკოლაში ტერორისტი რომ შეიპაროს, არც კი დასჭირდება შენობის გეგმა…“-რა შეუძლია ერთ უწყინარ ფოტოს…

სოციალურ ქსელს რომ გადახედავთ, რა ფოტოებს და ვიდეოებს თუ „ლაივ ჩართვებს“ არ ნახავთ… უამრავი ფოტო ვრცელდება სკოლებიდან, სხვადასხვა ადგილებიდან და საკანონმდებლო ორგანიდანაც კი. ალბათ ადრე ამ კუთხით არც ჩვენ მიგვიქცევია ყურადღება, შემთხვევით შეხვედრილ ფოტოს თვალს უბრალოდ შევავლებდით და შეიძლება მეორე წამს არც კი გაგვხსენებოდა.

ასე უბრალოდ ვატარებდით ამ საკითხს იქამდე, სანამ სააგენტოში მოქალაქის კითხვა არ შემოვიდა-რამდენად გამართლებულია დღეს საქართველოში შექმნილი მდგომაროებიდან ასეთი ობიექტებიდან ამდენი ფოტოს დადება?!.

-სიფრთხილეს თავი არ სტკივაო-ნათქვამია და იქნებ გაამახვილოთ ამ საკითხზე ყურადღება. ისეთი შენობებიდან, როგორიც არის საკრებულო, მერია,პარლამენტი, განსაკუთრებით სკოლა, თეატრი-ე.ი ისეთი ადგილებიდან, სადაც მუდამ უამრავი ხალხია, რამდენად გამართლებულია ყველა კუთხეში გადაღებული ფოტოს დადება? რამდენად უსაფრთხოა ეს, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, თუ სად აქვთ ამ სტრუქტურის თანამშრომლებს ამდენი დრო, ნახევარი დღე ფოტოებს რომ იღებენ და მეორე ნახევარს ამ სურატების ატვირთვას ანდომებენ? პარლამენტში ტერორისტი რომ შეიპაროს, არც კი დასჭირდება შენობის გეგმა-ფეისბუქზე დადებული ფოტოებიდან ყველა სკამი, კაბინეტი და კუთხე-კუნჭული ღიად ფიქსირდება”-წერია წერილში.

წერილის წაკითხვის ჩვენ პროგრამისტ ერმილე ნემსაძეს დავუკავშირდით.

როგორც პროგრამისტი და ამ სფეროში კარგად ჩახედული პროფესიონალი, როგორ ფიქრობთ, რამდენად უსაფრთხოა ფეისბუქზე ფოტოების განთავსება? რომ დავყოთ ასე ვთქვათ სფეროებად.

ჩვენი მკითხველი მართალია, დღეს, როცა მსოფლიო ტერორიზმის დიდი საფრთხის ქვეშაა და არც საქართველოსთვისაა ეს უკვე უცხო, პირადად თქვენ, როგორც სპეციალისტი, როგორ შეაფასებდით, მაგალითად უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან ან ყველაზე სათუთი ადგილიდან, სკოლიდან უამრავი ფოტოს დადებას?

 მაგალითისთვის რომ ავიღოთ, პარლამენტში ტერორისტი რომ შეიპაროს, არც კი დასჭირდება შენობის გეგმა-ფეისბუქზე დადებული ფოტოებიდან ყველა სკამი, კაბინეტი და კუთხე-კუნჭული ღიად ფიქსირდება. თუ იცით, სხვა ქვეყნებში როგორ არის? ნებისმიერ მსურველს შეუძლია შევიდეს მინისტრის კაბინეტში ან სხდომათა დარბაზში და იქ ფოტოები გადაიღოს? დემოკრატია ალბათ სხვაა და უსაფრთხოება სხვა, ხო? უნდა კონტროლდებოდეს თუ არა ასეთი სტრუქტურებიდან, საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ფოტოების დადება?

-პირველი და უმთავრესი ეს იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოების მხრივ სრულად იგნორირებულია უსაფრთხოების ყველა წესი. ქვეყანაში არ მოქმედებს უსაფრხოების დოქტრინა რომელიც გამორიცხავს მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროებას. რა თქმა უნდა სხვა ქვეყნებში უსაფრთხოების გეგმაში ეს ყველაფერი გაწერილია და მუშაობს. მაგალითად 2014 წლიდან აზერბაიჯანის მილი მეჯლისში საერთოდ აკრძალულია შენობაში “სმარტფონით” შესვლა ფოტო და ვიდეო მასალის გადაღებაზე კი საერთოდ ზედმეტია საუბარი. . ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში უსაფრთხოების წესებში გათვალისწინებულია ეს ყველაფერი და ამკრძალავი ნიშნები მითითებულია შენობაში შესვლის დროს

დღეს მსოფლიოში ინფორმაციის ბუმია ისედაც რაც უსაფრთხოების შესუსტებას ახდენს. ნებსმიერს შეუძლია გუგლით მოიძიოს რელიეფის, ქუჩის განლაგების და ა.შ

ფოტო და ვიდეო მასალის ღიაობა საშუალებას იძლევა დანაშაულის დამგეგმავა ყველაფერი ბოლო დეტალამდე მარტივად გათვალოს ყოველგვარი ზედმეტად გონების დაძაბვის გარეშე

აქ უკვე საუბარიც კი არ არის იმაზე, რომ გამოცდილმა დამნაშავემ ან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენელმა დამატებით გამოიყენოს საკუთარი უნარჩვევები ან შესაბამისი ტექნიკა. იმისთვის რომ წვდომა მოიპოვოს ინფორმაციის დეტალიზებისთვის.

კიბერ უსაფრთხოების მხრივ კი საერთოდ კრიტიკას ვერ უძლებს ჩვენი სისტემა. არა მარტო სახელმწიფო, საბანკოც კი. არადა ნათელი მაგალითი გვაქვს 2008 წელს რუსეთის კიბერ დანაყოფმა რამდენიმე საათში გათიშა ყველა ქართული საიტი.

-პირად ფოტოებზე რას გვეტყვით, არის თუ არა საფრთხე სოციალურ ქსელში ფოტოს განთავსება? რა პრობლემას შეიძლება გადავაწყდეთ?

-რაც შეეხება პირად ფოტოებს – დღეს ყველას გვაქვს თითქმის გვერდი სოციალურ ქსელ ფეისბუქზე. სადაც ფოტოს ატვირთვის თანავე სისტემა ავტომატურად ახდენს იმ ადამიანების იდენტიფიცირებას ვისთან ერთადაც ფოტო გვაქვს გადაღებული. სისტემა რომელიც ფოტო რობოტის პრინციპით მუშაობს ავტომატურად ახდენს ადამიანების სახეების ამოცნობას და მონიშვნას. ასე რომ ინფორმაცის მოპოვება დღეს მარტივზე მარტივია. რა თქმა უნდა ავის მსურველი ამ ყველაფერს ძალიან კარგად და მარტივად იყენებს. მიუხედავად იმისა რომ მწარე გამოცდილება გვაქვს აფხაზეთის ომიდან მოყოლებული, ჟურნალისტების თუ პოლიტიკოსების მხრიდან გასაჯაროვებული ინფორმაციის ტრაგიკულ შედეგბეზე ამ მხრივ ქვეყანაში დღემდე არაფერი შეცვლილა. ვგულისხმობ ბოლო მაშტაბურ სპეცოპერაციას თბილისში. სადაც ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში გადაცემდნენ ტექნიკის რაოდენობას , სპეცრაზმელების განლაგების ადგილებს და ა.შ.

ფოტოდან კი ისეთი ინფორმაციის მიღება არის შესაძლებელი, რაც ბევრს დღემდე ვერ წარმოუდგენია. როდესაც ირანის ბირთულ ობიექტებზე ვირუსმა Stuxnet-მა მიიტანა იერიში, რაც ისრაელის და ამერიკის სპეცსამსახურების პროდუქტი იყო, ფასდაუდებელი ინფორმაცია ერთმა უბრალო ფოტომ მოუტანა მის შემქმნელებს, რასაც ირანის უშიშროების ძალები უსაფრთხოდ თვლიდნენ. ასე რომ ამ მხრივ ბევრი რამეა შესაცვლელი.