გაუღიმეთ გვერდით მყოფს, დავიწყოთ დღე ღიმილით!

გაიღიმეთ! დავიწყოთ დღე ღიმილით! დილა მშვიდობისა, საქართველოვ!

დღეს, როდესაც ირგვლივ ნეგატიური ინფორმაციები სჭარბობს, გამეფებულია აგრესია, შუღლი, ბოროტება-მხოლოდ ერთმანეთის სიყვარული და ღიმილი გადაგვარჩენს.

დავიწყოთ დღე ღიმილით-გაუღიმეთ თქვენს თავს სარკეში, ოჯახის წევრებს, გვერდით მჯდომს ჩახჩახა ყვითელ თუ ახალ ლურჯ ავტობუსში , მეტროში, გადატენილ სამარშუტო ტაქსში, გაუღიმეთ საცობში გვერდით მდგარი მანქანის მძღოლს…თქვენი ღიმილი სხვებსაც გადაედებათ და სიკეთის ჯაჭვი შემოერტყმება დედამიწას.

  გაიღიმეთ! დავიწყოთ დღე ღიმილით! დილა მშვიდობისა, საქართველოვ!