„ხელი მოეწერა უკრაინასა და კანადას შორის იარაღით ვაჭრობის თავისუფალი ზონის რატიფიცირებას“

რიგაში, უკრაინის დიასპორასთან შეხვედრის დროს პრეზიდენტმა პოროშენკომ განაცხადა, რომ კანადასთან უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე მოლაპარაკებები დასრულდა. მისი თქმით „ხელი მოეწერა უკრაინასა და კანადას შორის იარაღით ვაჭრობის თავისუფალი ზონის რატიფიცირებას“.

პოროშენკოს განცხადებით ამ დროისთვის კანადაში უკრაინის თავდაცვის მინისტრი იმყოფება.

მედიაში კი უკვე გავრცელდა ინფორმაცცია, რომ უკრაინა და კანადა ხელს მოაწერენ ურთიერთთავდაცვით შეთანხმებას.