,,პრეზიდენტმა დღეს პირველად გაახმოვანა ის უპრეცენდენტო ნაბიჯი, რომელსაც მოსმენების კანონთან დაკავშირებით გადადგამს”

ქვეყნის პირველმა პირმა საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას ისაუბრა ე.წ. მოსმენების კანონზეც.

“გადავწყვიტე, მოსმენების კანონზე მოქალაქეების სარჩელს მხარი დავუჭირო და საკონსტიტუციო სასამართლოს განსხვავებული სტატუსით, სასამართლოს მეგობრის სტატუსით მივმართო, რათა უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმარო”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, ე.წ მოსმენების კანონპროექტის შესახებ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება და ქმედება უპრეცენდენტო იყო.

,,პრეზიდენტმა დღეს პირველად გაახმოვანა ის უპრეცენდენტო ნაბიჯი, რომელსაც ის მოსმენების კანონთან დაკავშირებით გადადგამს.მოგეხსენებათ პრეზიდენტი მხარს უჭერს ხალხის ინიციატივას, დაიცვას საკუთარი პირადი ცხოვრების უფლება და გაასაჩივროს მოსმენების პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ შემთხვევაში ის მხარს დაუჭერს და დაეხმარება საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობრის სტატუსით. ის მიაწვდის მოსაზრებებს და არგუმენტებს რომელიც იმედი გვაქვს გააძლიერებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას”- განაცხადა დოლიძემ.