მაჟორიტარ მერაბ ქვარაიას ბანერზე წარწერა “მონა”-ს გამო გამოძიება დაიწყო

მარიამ ახალკაცი

ზუგდიდის მაჟორიტარის ბიუროსთან ბანერის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც “კურიერს” შს სამინისტროში უთხრეს, გამოძიება 187-ე, ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. საგამოძიებო ორგანოს თავად ბიუროს წარმომადგენლებმა მიმართეს.

“რამდენიმე დღის განმავლობაში შენობის კედლებზე იყო სხვადასხვა წარწერა, თუმცა ამას აგვარებდა კეთილმოწყობის სამსახური. როცა უშუალოდ ბიუროს საკუთრება – ბანერი დააზიანეს, ჩვენ მივმართეთ პოლიციას და მათ წაიღეს ბანერი”, – ამბობენ ქვარაიას ბიუროში.

წარწერა “მონა” ქალაქის მაჟორიტარის ბიუროს კედელზე განთავსებულ ბანერზე ორი დღის წინ, გვიან ღამით გაჩნდა.