„ქარექსპრესმა“ და „ფორვარდერმა“ დავის არსებობა დაადასტურეს, სააგენტო კი არ გამორიცხავს კონპენსაციის მოთხოვნის საკითხის დაყენებას

რამდენიმე დღის წინ სააგენტოს დაუკავშირდა  წყარო და მიაწოდა განცხადება, როგორც თავად განაცხადა, საქმე ეხებოდა კანონდარღვევას და ერთ-ერთი პრესტიჟული კომპანიის დაზარალებას. მისი თქმით, მას ეს განცხადება თავად კომპანიის წარმომდგენლებმა მიაწოდეს, მაგრამ არც მიმწოდებლების დასახელება ისურვა და თავადაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. ჩვენს კითხვაზე-რომელ მხარეს წარმოადგენდა წყარო და ჰქონდა თუ არა ინტერესი ამ დავასთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ თავად არც ერთ კომპანიას არ წარმოადგენდა და არც არანაირი შეხება არ ჰქონდა კომპანიებთან. განცხადება მასაც მიაწოდეს.

მას შემდეგ, რაც სააგენტოზე დაიდო მასალა „ბრძოლა ქართული ბაზრისთვის – ავტოიმპორტიორს შპს „ფორვარდერს“ ყადაღა დაედო“ – სულ რამდენიმე საათში დაგვიკავშირდა „ფორვარდერის“ წარმომადგენელი და განაცხადა, რომ აღნიშნული განცხადება არის სიცრუე და სააგენტომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია. ჩვენს პასუხზე, რომ არანაირი თანხა სააგენტოს არ აუღია, კომპანიის წარმომადგენელმა მოითხოვა მასალის აღება, რადგან თავად კომენტარი არ გაუკეთებიათ და მასალა მხოლოდ ერთი მხარის ცრუ ინფორმაციაზე იყო დაყრდნობილი. ვინაიდან ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სწორედ ისინი იყვნენ „მეორე მხარე“ და რადგან ნამდვილად არ გვქონდა განცხადებაში დასახელებული კომპანიებისგან კომენტარები, ავიღეთ მასალა და დამატებით განცხადება გავავრცელეთ მასალით: GEOMEDIATV.GE-ს განცხადება – ვინაიდან გაშუქებული მასალა წარმოადგენდა მხოლოდ ერთი მხარის პოზიციას, დროებით ვიღებთ სააგენტოდან

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/geomediatv-ge-%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%92/

გავიდა კიდევ რამდენიმე წუთი და ახლა „ქარექსპრესის“ წარმომადგენელმა დარეკა სააგენტოში, მანაც განაცხადა, რომ სააგენტოზე გავრცელებული განცხადება არ იყო მათი მხრიდან გავრცელებული და ეს იყო „ფორვარდერის“ შეკვეთილი სტატია. ჩვენ მათაც განვუცხადეთ, რომ არანაირი თანხა სააგენტოს „ფორვარდერისგან“ არ აუღია და შევთავაზეთ გაეკეთებინათ კომენტარი.

საქმე უკვე სააგენტოს იმიჯს ეხებოდა, ჩვენ კომპანიებისგან ოფიციალური კომენტარების ჩაწერა და კითხვებზე პასუხი მოვითხოვეთ. შეხვედრაზეც შევთანხმდით და მათ ჩასაწერად წავედით.

კომპანია „ქარესქპრესიდან“ ინტერვიუ ადვოკატ უჩა ქირიასთან ჩავწერეთ. ის ვიდეო-ინტერვიუზეც დაგვთანხმდა. ადვოკატმა, რომელიც საადვოკატო ბიურო-ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის მმართველი პარტნიორი და „ქარექსპრესის“ ინტერესების დამცველია, დაადასტურა, რომ დავა ამ ორ კომპანიას შორის ნამდვილად არსებობს.

უჩა ქირიასთან საუბრის შემდეგ ჩვენ „ფორვარდერს“ ვესტუმრეთ, სადაც გვითხრხრეს, რომ იურისტების ჯგუფი უკვე მუშაობს სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელის შესატანად და საქმე სასამართლოში გაგრძელდებოდა, კომენტარზეც უარი განაცხადეს და კითხვებზე პასუხზეც, თუ არ დავუსახელებდით წყაროს, რომელმაც განცხადება მოგვაწოდა. ვინაიდან წყაროსა და ჩვენს შორის არანაირ კომპეტენციის დაცვაზე შეთანხმება არ ყოფილა, არც განცხადების გამოქვეყნებაში გადაუხდიათ თანხა და არ ვიყავით ფინანსურად ვალდებულნი,  ჩვენ გავუფრთხილდით სააგენტოს იმიჯს და საქმის სასამართლოში გადასვლას, დასუხახელეთ მომწოდებელი და მხოლოდ ამის შემდეგ „ფორვარდერის“ ხელმძღვანელმა თამარ გვარაძემ ვრცელი კომენტარიც გააკეთა და ჩვენს კითხვებზეც გასცა პასუხი, თუმცა ვიდეო-ჩანაწერზე უარი განაცხადა და მხოლოდ აუდიო-ჩანაწერზე დაგვთანხმდა.

-„ეს განცხადება თქვენი წყაროთი გაზიარდა სხვა სააგენტოებზეც და დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვით, რომ პირველი წყარო ნამდვილად თქვენ იყავით. რაც შეეხება თქვენი წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, არის სიცრუე და მიზანმიმართულად ასრულებს ვითაცის დაკვეთას. ჩვენი კომპანიის მოთხოვნაა, თქვენ თავად წარმოადგენინოთ წყაროს განცხადებაში მოყვანილი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მაგალითად, მხარე განცხადებაში ასახელებს, რომ „ფორვერდერს“, რომელსაც ადრე ერქვა „ქარექსპრეს ფორვარდერი“, დაეკისრა თანხა. ძალიან მარტივია ამ ნათქვამის ამსახველი დოკუმენტის წარდგენა სასამართლოდან, იმ დოკუმენტისა, რომლითაც დასტურდება რომ აღნიშნულ კომპანიას ნამდვილად დაეკისრა გადასახდელი თანხა. რაც შეეხება კომპანიის სახელი გამოყენების აკრძალვას, ჩვენი მოთხოვნაა ამასტან დაკავშირებითაც წარმოდგენილი იქნას დოკუმენტაცია. მე გიდასტურებთ იმას, რომ ნამდვილად გვაქვს ერთ-ერთ კომპანიასთან დავა, ეს გახლავთ ფიზიკური პირი შოთა ჟვანია, ამ დავის ირგვლივ შეგვიძლია დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ თუნდაც თქვენს სააგენტოს, მაგრამ რადგან თქვენ გედოთ ცალმხრივი განცხადება და ჩვენთვის  უკვე ცნობილია ვინ იყო ამ განცხადების ავტორი, ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, მას მოსთხოვოთ ეს მტკიცებულებები და წარმოგვიდგინოთ. კიდევ ვიმეორებ, განცხადებაში მოყვანილი ფაქტები დამახინჯებულია და ხშირ შემთხვევაში სიცრუე. შესაბამისად ვერ ერთ ასეთ დოკუმენტს განცხადების გამომგზავნი ვერ წარმოგიდგენთ.

-ე.ი. თქვენ ადასტურებთ, რომ დავა რეალურად არსებობს.

-დავა არსებობს, მაგრამ  აქ არ არის მითითებული რომელ დავაზეა საუბარი, არ არის ნათქვამი ვინ დააყადაღა. ჩვენ ვეწევით ბიზნესს, შესაძლებელია გაჩნდეს სადაო თემა და გვქონდეს სხვადასხვა დავები, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ დავიწყებთ მარჩიელობას რომელ დავას გულისხმობს განცხადება. თუ ამბობს,რომ დაგვედო ჯარიმა, მოვითხოვთ წარმოადგინონ სასამართლო დოკუმენტი.

-დავა კომპანიების პირადი საქმეა და სასამართლო გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენი მიზანი დღეს სულ სხვაა-ორივე კომპანია აცხადებს, რომ არ მოუწოდებია განცხადება, ორივე კომპანია ამბობს, რომ იქ მოყვანილი ფაქტები სიცრუეა და ორივე კომპანია სააგენტოს სდებს ბრალს თანხის აღებში, იმ თანხისა, რომლის სანაცვლოდ მოხდა განცხადების ჯერ გავრცელება და შემდეგ სააგენტოდან აღება. იმედია ჩვენი საუბრის შემდეგ უკვე აღარ არსებობს ასეთი ეჭვი, თუმცა საინტერესოა, თქვენი აზრით, ხომ არ შეიძლება არსებობდეს მესამე ძალა, რომელმაც გააჟღერა ეს განცხადება?

-ვარაუდით ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ფაქტი დავუშვათ, მაგალითად, შეიძლება წყაროს ჰქონდეს თავისი ინტერესი და ყველაფერი იყოს ხელოვნურად შექმნილი, შესაძლებელია იყოს მატერიალური დაინტერესება, მან ბოროტად გამოიყენა თქვენი სააგენტოს ნდობა, მოგაწოდათ ცრუ ინფორმაცია და ამ დროს თავად რაღაც აქტივი მიიღო ან შეიძლება ვიღაცის სიმპატია დაიმსახურა.

-განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის ბრძოლა ქართული ბაზრისთვის. არის თუ არა ეს სინამდვილე?

-ნამდვილად არ არის ეს ბრძოლა ქართული ბაზრისთვის, ასეთი რამ შეუძლებალია იმიტომ, რომ ბაზარზე არიან საკმაოდ გაოცდილი და მსხვილი კომპანიები, რომლებსაც მე პირადად დიდ პატივს ვცემ, ისინი საკმაოდ კარგად მუშაობენ, შრომობენ, აქვთ დაბალი ფასები და მაღალი მომსახურება. მე არ ვარ მათი კონკურენტი, ისევე როგორც სხვები არ არიან ჩვენი კონკურენტები, ჩვენზე დაბლაც არიან კომპანიები და ჩვენზე მაღლა. მე პატივს ვცემ ყველას, ვინც მუშაობს და არა ბოღმიანი განცხადებების გავრცელებით გაჰყავს დრო.

როგორც დაინახეთ დავა ორ კომპანიას შორის ნამდვილად არსებობს, რაც თავადაც დაადასტურეს. ჩვენი საუბრის დასასრულს კომპანია „ფორვარდერმა“ მოითხოვა თავად სააგენტომ დაადგინოს თუ ვის მიერ მიწოდებული მასალა მიაწოდა წყარომ სააგენტოს.

„ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა სააგენტომ წყაროს წარმოადგენინოს დაჯარიმებასტან დაკავშირებით დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ისინი, თქვენს დათქმულ ვადაში ვერ წარმოადგენენ დოკუმენტს, თავად სააგენტომ გააკეთოს განცხადება უარყოფასთან დაკავშირებით“-მოითხოვა თამარ გვარაძემ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღეის მდგომარეობით სააგენტოსთან პრეტენზიები აღარცერთ მხარეს არ აქვს, მათი დავის გადაწყვეტა კი სასამართლოს საქმეა, არც ვცდილვართ „მოსამართლის“ როლში ყოფნას, ჩვენი მიზანი იყო ის, რომ ორივე მხარე და რაც მთავარია ჩვენი მკითხველი დარწმუნებულიყო, რომ არანაირი ფინანსური ვალდებულება კონკურენტ მხარეებთან არ გვაქვს და ეს მათი მხრიდან იყო ბრალდება.

ვინაიდან არც ერთ დასახელებულ კომპანიასთან სააგენტოს არ აქვს რაიმე ფინანსური ვალდებულება, ისინი არც სააგენტოს ხელმომწერები არიან და არც რეკლამის დამკვეთები,  ჩვენ არ შევეხეთ კომპანიების საქმიანობას, რადგან ეს უკვე იქნებოდა რეკლამა.

ცნობისთვის, იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ geomediatv.ge არ გამორიცხავს იმიჯის შელახვისთვის განცხადების თავდაპირველად მომწოდებელი ჯგუფისგან როგორც მორალური, ისე ფინანსური კონპენსაციის მოთხოვნის საკითხის დაყენებას.