მისურვეთ, რომ მეწერებოდეს, მესცენებოდეს…რომ დაგიმტკიცოთ ჩემი დიდი სიყვარული…სიყვარულია მთავარი!..

დღეს გვინდა კიდევ ერთი ნიჭიერი და სიყვარულით სავსე ახალგაზრდა გაგაცნოთ. ბიჭი, რომელიც ჩვენც ახლა გავიცანით, პოზიტივითაა სავსე და ირგვლივ მხოლოდ დადებით ემოციას ავრცელება, ამიტომაც გვინდა თქვენც მოუსმინოთ მას და კეთილად გაიღომოთ.

ზურა ნემსაძე ბათუმელია. ის თავად მოგიყვებათ მისი არც თუ ისე ხანგრძლივი, მაგრამ უკვე საკმაოდ საინტერესო და დატვირთული ცხოვრების შესახებ.

    „დავითის ძალით, მოვევლინე მე წუთისოფელს“

დავიბადე 2001 წლის, 8თებერვალს.(დავითობის ბრწინვალე დღესასწაულს)  ქალაქ ბათუმში. პედაგოგების ოჯახში..

ბათუმო!

მივუყვები, მე ნაწვიმარ ნაპირებს,

ჩემს ქალაქში ამაყათ დავაბიჯებ,

იდუმალო, საოცარო ქალაქო,

ვამაყობ და მთელი გულით გადიდებ!

გადმოგცქერის მთიდან წმინდა სამება,

ვეფერები, მე შენს ღვთიურ ნათებას,

ზღვის ტალღებში მოსჩანს თეთრი თოლია

შენ პატარავ , ო რა გული გქონია!

ხშირად საკუთარი თავი ზამთრის ღამეებში მიტოვებული მგონია, არადა პირიქით ყოველთვის დროს ვუსწრებ და ეს მომწონს კიდეც…  ხშირად ამ გზებს (დროსთან ერთად) სცენისკენ მივყავარ,   სცენა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია უკვე ბოლო 10 წელია, 2006 წლის 9 აპრილს პირველად დავდგი ფეხი სცენაზე  და დღემდე  სცენაზე ვდგევარ  ( წელიწადში ალბათ 8-10 ღონისძიებაში ვღებულობ მონაწილეობა) ,  როდესაც მეკითხებიან: რას ნიშნავს შენთვის სცენა?

რას ნიშნავს და ბედნიერებას, სიხარულს და პირველ რიგში ხალხის სიყვარულს, ხალხის სიყვარული, რომელიც შემოქმედს ცხოვრების გზაზე ძალიან სჭირდება, სიყვარული, რომელიც გაბედნიერებას და ცხოვრების ხალის გძენს…

აი ამის გამო კი მადლიერებას გამოვხატავ ჩემი სკოლის დირექტორის ქალაბტონ მარიზა აბაშიძის მიმართ, რადგან მისი მხარდაჭერით ჩავატარე 6 საქალაქო ღონისძიება:  „ემიგრანტ, ნანა ჩხაიძის პოეზიის საღამო“,

„დავით აღმაშენებლის მიმართ მიძღვინილი ღონისძიება“

„წმინდა, მამა ილია კარტოზიას გახსენების საღამო“

„გიორგობის ღონისძიება“

„პოეტ ცისანა ანთაძის შემოქმედებითი საღამო“

„სტუმრად საჯარო ბიბლიოთეკაში, პოეზის საღამოთი“

მიყვარს ჩემი ქალაქი, ჩემი კუთხე, ჩემი საქართველო და ქართველები (ყველაზე მეტად) აი სიყვარულია მთავარი, იმედია მკითხველი დამეთანხმება…. 

ვეწევი აქტიურ ცხოვრებას, რომელსაც ჩემი აზრით ყველა მოსწავლე უნდა ეწეოდეს.

2013 წლიდან ვწერ ლექსებს, ჩანახატებს და მოთხრობებს. იმედია ჩემს პირველ ნაბიჯებს მკითხველი კარგად მიიღებს!

 მე ერთის თქმა მსურს, მისურვეთ, რომ მეწერებოდეს, მესცენებოდეს, მეცეკვებოდეს და მემღერებოდეს, რომ დაგიმტკიცოთ ჩემი დიდი სიყვარული….

ახლა კი ზურას ლექსებიც მოვისმინოთ.

ვინ მოხატა ეგ თვალები სანუკვარი,

ჩემი გულის სწრაფი ცემით ააცემა,

ჩემს წერილებს მე, რომ გწერდი რა უყავი,

ნეტავ ერთხელ შენ ხელბსაც დაეწერა…

ჩამივლიდი, თმათა ლაშქრის აჯანყებით ჩემი გული,

ვერ უძლებდა ამდენ ტანჯვას, მხოლოდ შენთვის,

მხოლოდ შენთვის ვწერდი ლექსებს,

შენ კი, ერთხელ არ დანებდი დამარცხებას…

მე ახლაც გწერ ამ წერილს და გეუბნები,

მე მიყვარდა შენი თვალი, თვალთა უპე,

მე მიყვრდა შენი თმების აჯანყება,

თურმე შენი ყველაფერი შემიყვრდა.

თურმე შენი შავი ფერის დალალები,

თურმე შემი საყვარელი თვალის ფერი,

არ დაუშვა გეხვეწები დარაბები,

მე მიყვარხარ დღესაც ამას გეუბნები…

დღეს, საქართველოს დედოფალსაც კი შეგადარე,

შენი ხატება, მზის დარ და საპიწონეა,

შენი დანახვით, მე ჩემი დღე გამომიდარე შენზე ფიქრებში,

ჩემი გრძნობები კვლავ აირია…

შენში სითეთრე, სისპეტაკე მოსჩანს ულევი,

გრძნობების თამაშს, გამარჯვებისკენ უნდა მივყავდე,

მინდა, რომ ოდეს შევაერთოთ ჩვენი გულები,

ცხოვრების ბოლოს მინდა გვერდზე მხოლოდ შენ მყავდე.

აი, მოვისხი, სიყვარულის თბილი მანტია,

ჩემი გრძნობებით მე შენს გრძნობებს გავუმიჯნრდი,

დუელში გიწვევ, მე გავწირავ რაც მაბადია,

იქნებ დამარცხდე, ჩემთან დუელს გაუჯიუტდი?!

თუ უარს მეტყვი, მომიხურავ შენ დახშულ კარებს,

მე უსუსრი შევწყვეტ წერას ყველა მოტივზე.

მე მაინც მჯერა, სიყვარული საოცრებაა

და შენი გრძნობა გაყოლია მზის სხივებს ცაზე.

დანარჩენი კი უფრო ვრცლად ზურას და იმ ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც უკვე გაგაცანით,  13 მაისს, სააგენტოს მიერ დაგეგმილ შემოქმედებით საღამოზე, რომლის შესახებ უფრო დაწვრილებით მოგვიანებით მოგიყვებით.