„მართალი იყო ნარმანია, როდესაც განაცხადა, რომ ოპოზიციას მხოლოდ შოუს დადგმა სურდა“

დედაქალაქის მერის წლიური ანგარიშის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციური ფრაქციების მიერ დასმულ შეკითხვებს თბილისის მუნიციპალიტეტის ფრაქციის – „ქართული ოცნება – კონსერვატორები“ თავმჯდომარე დავით უთმელიძე გამოეხმაურა და მერს დაეთანხმა, რომ ოპოზიციას მხოლოდ შოუს დადგმა სურდა“

-„სირცხვილია, როდესაც ოპოზიციის მიერ, 2 თვის განმავლობაში აგებული პიარის ფონზე, ჩვენს ოპონენტებს მერთან კითხვები არ აქვთ. მართალი იყო დავით ნარმანია, როდესაც განაცხადა, რომ ოპოზიციას მხოლოდ შოუს დადგმა სურდა“ – განაცხადა დავით უთმელიძემ.