ჯონ კერი და სერგეი ლავროვი თურქეთს მიმართავენ

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ იმედი აქვს თურქეთში ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება და სტაბილურობა დამყარდება.

სერგეი ლავროვის განცხადებით კი ყველაფერი უნდა გადაწყდეს კონსტიტუციის გათვალისწინებით და არ უნდა მოხდეს სისხლისღვრა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით სამხედროები სახელმწიფო ტელევიზიის შენობაში შევიდნენ.

სამხედროებმა თურქეთში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კომენტარის დატოვება