საქართველოში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 602 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ასევე, დაფიქსირდა  კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 269 პირი ემსხვერპლა.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 569 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 252  815-მდე.