გილოცავთ! მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა!

თბილისის დროით 15:23 საათზე მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.

წმინდა ცეცხლს საქართველოდან იერუსალიმში ჩასული მომლოცველები დღეს, დღის ბოლოსთვის, ჩამოაბრძანებენ. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს სახლში წაღების საშუალება ექნებათ.