თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმს ეხმაურება. გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს:

“ჩვენ პატივს ვცემთ და მივესალმებით თურქეთის მოსახლეობის არჩევანს. თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომლის სტაბილური განვითარება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის,”-ნათქვამია განცხადებაში.

შეაგხსენებთ, რომ თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი 16 აპრილს ჩატარდა. ამომრჩევლებმა თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანას მისცა ხმა.