ისლამური სახელმწიფოს “მთავარი სნაიპერი“ ლიკვიდირებულია

ტელეკომპანია Almayadeen-ს ინფორმაციით ისლამური სახელმწიფოს “მთავარი სნაიპერი“ ლიკვიდირებულია. ინფორმაციას ერაყის ფედერალური პოლიცია ადასტურებს.

მოკლული მებრძოლი ტერორისტული ორგანიზაციებისთვის სნაიპერებს წრთვნიდა.

მისი ლიკვიდაცია სამთავრობო ძალების მიერ მოსულის დასავლეთ კვარტლებში ჩატარებული ოპერაციის დროს მოხდა.

არაბულ პრესაში გავრცელებული ცნობით, “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი აბუ ბაკრ ალ-ბაღდადი სირიაში, მოსულიდან გაქცევის დროს დააპატიმრეს, თუმცა, ინფორმაცია ჯერ არც ერთ ოფიციალურ წყაროს არ დაუდასტურებია.

ერაყელმა სამხედროებმა კოალიციურ ძალებთან ერთად მოსულის გათავისუფლება 2016 წლის ოქტომბერში დაიწყეს.