24 აპრილს საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

ხვალ, 24 აპრილს, საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

თბილისში ქარის სიჩქარე წამში 26-28 მეტრს მიაღწევს, ღამით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც 25 აპრილსაც შენარჩუნდება. ქარის სიჩქარე წამში 26-28 მეტრს მიაღწევს შავი ზღვის სანაპიროზეც. მაღალმთაში შესაძლებელია თოვლი და ქარბუქი.

საქართველოში 26 აპრილიდან გამოიდარებს.