ივანიშვილის საჩუქარი გორის მუნიციპალიტეტს

გორის ცენტრში მდებარე ყოფილი აგრარული ბაზრის ტერიტორია ბიძინა ივანიშვილმა გამოისყიდა და გორის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა, – აღნიშნულის შესახებ, რამდენიმე წუთის წინ, ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გორისა და კასპის მაჟორიტარმა კანდიდატმა, გიგი ხოჯევანიშვილმა უფლისციხეში, ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე” განაცხადა.
ყოფილი აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ახალგაზრდული ცენტრი, სკვერი და რეკრეაციული ზონა განთავსდება. პროექტის განხორციელებას ფინანსურადაც ბიძინა ივანიშვილი და ფონდი ,,ქართუ” უზრუნველყოფს.