“ცოტა ხანი ხომ შეიძლება გაჩერდნენ ეს ადამიანები და უბრალოდ ამ გლოვის დღეს, ასეთი უბედურების დღეებში თავისი ოპონენტის, ამ შემთხვევაში ხელისუფლების რომელიმე ლიდერის, პოლიტიკურ დაზიანებაზე არ იფიქრონ” – მამუკა მდინარაძე

ცოტა ხანი ხომ შეიძლება გაჩერდნენ ეს ადამიანები და უბრალოდ ამ გლოვის დღეს, ასეთი უბედურების დღეებში თავისი ოპონენტის, ამ შემთხვევაში ხელისუფლების რომელიმე ლიდერის, პოლიტიკურ დაზიანებაზე არ იფიქრონ,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამაოგნებელია, რომ ასეთი ტრაგედიის ფონზე ვიღაცები ახერხებენ და იცლიან იმისათვის, რომ დასხდნენ და „ფეიკები“ აკეთონ , – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„სოციალური ქსელი გაჯერებულია მოგონილი ამბებით არაერთ პოლიტიკოსზე განსაკუთრებით იყო კახა კალაძეზე ირაკლი კობახიძეზე, ჩვენზეც – დანარჩენებზე და ამ პერიოდში ადამიანები ახერხებენ და მორალი აძლევთ იმის საშუალებას, რომ დასხდნენ და ისეთი განცხადებები გაავრცელონ, რისი მსგავსიც არ გაუკეთებიათ, აყალბებენ და ამით აბრაზებენ საზოგადოებას. ცოტა ხანი ხომ შეიძლება გაჩერდნენ ეს ადამიანები და უბრალოდ ამ გლოვის დღეს, ასეთი უბედურების დღეებში თავისი ოპონენტის, ამ შემთხვევაში ხელისუფლების რომელიმე ლიდერის, პოლიტიკურ დაზიანებაზე არ იფიქრონ და ამით არ იყვნენ დაკავებული. ყველას მოვუწოდებ, რომ რაღაცნაირად ამ უბედურების, ტრაგედიის ირგვლივ მაინც შევძლოთ რამდენიმე დღით გაერთიანება და არ დააბრალო არავის არაფერი,“ – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.