ხვალ, 8 აგვისტოს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 აგვისტოს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 აგვისტოს, 05:00 საათიდან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთში და დუშეთის მუნიციპალიტეტშის სოფლებში: კაიშაურები, ჟინვალი, არაგვისპირი, ფასანაური, ბაზალეთი, ანანური, ჩანადირთკარი, მლაშე, წითელსოფელი, ბიჩნიგაურები და მიმდებარე სოფლებში.

05:00 საათიდან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მუხრანი, ქსოვრისი, ძალისი და მიმდებარე სოფლებში. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე – აბონენტებს მუხადგვერდში, ზაჰესის ტერიტორიაზე. 11:50 საათიდან 19:00 საათამდე – აბონენტებს სოფელ ძალისში. 15:40 საათიდანდან 18:30 საათამდე – აბონენტებს სოფლებში: ნატახტარი, მისაქციელი, წეროვანი.

05:00 საათიდან 08:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს დაბა სტეფანწმინდაში, ყაზბეგის რაიონის სოფლებში: არშა, სიონი, სნო და მიმდებარე სოფლებში, ასევე გუდაურში.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ მომხმარებლებს თიანეთის სოფლებში: ჟებოტა, ლელოვანი, თეთრახევა, თეგერაანები, თიანეთში ლაშარის, ხაწირის.

მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.