დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა ისევ მძიმეა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა, დავით ლოლაძემ თბილისში, ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა, რომ დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

-„პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, არის არასტაბილური ჰემოდინამიკი. შემოსვლიდან ამ დრომდე მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება მიმდინარეობს, ამისთვის რეანიმაციული ღონისძიებები ტარდება, პაციენტს გაუკეთდა სამი სხვადასხვა მიდამოს ოპერაცია. სისხლდენის ზოგადი შედედება არ ხდება და სისხლდენის შეჩერება ამის გამო ვერ ხერხდება”-განაცხადა ქირურგმა.

51-ე სკოლის ორი მოსწავლე ვერაზე, ხორავას ქუჩის N4-ში დაჭრეს, ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკაში იმყოფება.