მაინც რაშია “ტეტრისის” საიდუმლო?

ბლოგი

ერმილე ნემსაძე

“TETRIS” Made in CCCP (USSR)

თანამედროვეობაში ალბათ არ არსებობს ადამიანი რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ უთამაშებია მსოფლიოში ცნობილი თამაში “TETRIS”-ი . ტეტრისი 1984 წლის 6 ივნისს დაიბადა. თამაშის ჟანრი თავსატეხია, ხოლო პრინციპი ყველასთვის მარტივი და გასაგები. სხვადასხვა ფორმის ფიგურები რომლებიც 4 კუბიკისგან შედგება, საჭიროა ისე დაალაგო დიაგონალზე, რომ თავისუფალი არ დარჩეს სივრცე. რის შემდეგაც დალაგებული ველი იშლება. თამაში კი გრძელდება. ზემოდან ქვემოთ დაშვებული სხვადასხვა ფორმის ფიგურებით, რომელიც მოთამაშემ კვლავ უნდა დაალაგოს ისე რომ სივრცე კვლავ შეავსოს. თამაში უსასრულოდ გრძელდება და მას ბოლო არ უჩანს. წარმატებული თამაშის შემთხვევაში ფიგურების დაშვება სწრაფდება რაც მოთამაშეს ურთულებს როგორც გონებრივ ასევე ფიზიკურ შესაძლებლობებს. ადამიანური შესაძლებლობები ადრე თუ ამოწურვადი ხდება და თამაში ფიგურების ავსებით მთავრდება. ალბათ ბევრისთვის უცნობია, რომ ტეტრისი საბჭოთა კავშირში შეიქმნა და მისი ავტორი ალექსეი პაჟიტნოვია (Алексей Пажитнов ) თამაში კი ყოველგვარი კომერციული მიზების გარეშე შეიქმნა.

ალექსეი მუშაობდა საბჭოთა კავშირის სამეცნიერო გამოთვლით ცენტრში. სადაც მეცნიერები მუშაობდნენ გასაიდუმლოებულ სამხედრო პროექტებზე. ალექსეის წინამორბედებმა მეცნიერებმა გახსნეს და დაადგინეს ისეთი რთული კონცეფცია. როგორიც არის ბირთული ზამთრის კონცეფცია და გამოთვალეს კოსმოსური თანამგზავრების ტრაექტორია. მაგრამ ალექსეიმ სამყაროს ისტორიას თავი სხვა მხრივ დაამახსოვრა. ალექსეი გახლდათ პროგრამისტი და მუშაობდა სამხედრო ავიაციის ტრაექტორიის გამოთვლის ალგორითმებზე. ალექსეის ბავშობიდან იზიდავდა თავსატეხების ამოხსნა. თამაშის იდეას საფუძველი დაუდო იმ დროისთვის საბჭოთა კავშირში გავრცელებულმა კონსტრუქტორულმა ფიგურებმა რომელსაც „პენტამინო“ ეწოდებოდა. პენტამინო ბერძნულად ხუთს ნიშნავს. ალექსეის მოუვიდა იდეა რომ პროგრამულად აეწყო 5 კვადრატისგან შემდგარი ფიგურებზე დაწოლის ძალა რომელიც მოძრაობაში შეიცვლებოდა. მაგრამ მაშინდელი კომპიუტერების მონაცემები (Электроники-60) ისეთი იყო რომ იდეის კორექტირება მოუხდა. ხუთ კვადრატზე უარის თქმამ მოუწია და ოთხი კვადრატისგან შემდგარი ფიგურების შექმნამ მოუწია. რამაც სახელწოდებაზეც მოახდინა გავლენა და „ტეტრ“ ბერძნულად ოთხს ნიშნავს და თამაშსაც ტეტრისი დაერქვა. (მოგვიანებით ალექსეიმ შექმნა „პენტამინო“ და მონაწილეობა მიიღო სხვა მრავალი თამაშის შექმნაში მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა) შექმნის შემდეგ ალექსეიმ გახარებულმა დაუძახა კოლეგებს და აჩვენა დამზადებული თამაში . ყველამ უცებ აუღო ალღოს და სულ მალე მთელი სამეცნიერო გამოთვლითი ცენტრი „დაავადა“ ტეტრისის ვირუსით რამაც ხელმძღვანელობის უკმაყოფილება გამოიწვია. თათბირზე თანამშრომლებმა ღიმილით აჩვენეს უფროსს ტეტრისი რაც იყო თანამშრომლების კომპიუტერებთან დაყოვნების მიზეზი კომპიუტერთან. ტეტრისმა დირექტორიც უმალვე “დაავადა” და პრობლემა ყველასთვის უმალვე მოიხსნა.

კოლეგები დაეხმარენ ალექსეის ტეტრის ალგორითმის კლონირება მომხდარიყო IBM PC რამაც ხელი შეუწყო ტეტრისის მთელ სამყაროში გავრცელებას . ტეტრისმა გაარღვია საბჭოთა რკინის ფარდა და 27 კილობაიტიანმა თამაშმა მსოფლიოში ფრთები გაშალა. თამაშმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია, მსოფლიოს წამყვანი ფირმები სათამაშო ინდუსტრიიდან მზად იყვნენ გადაეხადათ მილიონობით დოლარი ლიცენზიის შესყიდვაში. თუმცა ტეტრისის ლიცენზია მსოფლიო მასშტაბით დიდი სკანდალის და სასამართლო დავების თემა გახდა. რადგან საბჭოთა კავშირი რთულ იურიუდიულ ბარიერებს აწესებდა.

მაინც რაში არის ტერისის საიდუმლო? რატომ არის ყველასთვის ასე საყვარელი თამაში ? საქმე იმაშია რომ ტეტრისი იყო პირველი თამაში სადაც მოკვლა და დანგრევა არ იყო საჭირო. პირიქით მოთამაშეს ჰქონდა შეგრძნება რომ ის უშვებდა და დაშვებული შეცდომებს გამოსწორებას ცდილობდა. მეცნიერულმა კვლებმა აჩვენეს რომ ტეტრისი ავარჯიშებს გონებას, კურნავს დეპრესიას, პოსტრამვულ სინდრომს ატყუებს ჩვენს გონებას და უქმნის რეალურობის შეგრძნებას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ტეტრისი დამსახურებულად გახდა მსოფლიო ხალხთა თამაში. ხოლო მისი შემქნელი სამუდამოდ დარჩება კაცობრიობის ისტორიაში.

სტატია მომზადებულია www.itexpress.ge-ს მიერ შემოგვიერთდით ფეისბუქზე www.facebook.com/itexpress.ge- ერთად განვიხილოთ საინტერესო თემები კომპიუტერული სამყაროდან.