,,დავაბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქში“ – კომედიის ფესტივალი გორში

კომედიის ფესტივალი იწყება!

5 ივნისიდან გორში,  კომედიის საერთაშისო თეატრალური ფესტივალი იწყება. უცვლელი სლოგანით – ,,დავაბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქში“. 2014 წელს, ქალაქ გორში, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრის იმ დროინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემსაქართველოს რეგიონული ხელოვნების განვითარების ფონდთან ერთად  სევდიან ქალაქს ღიმილიანი ფესტივალი აჩუქა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ყველა ის თეატრი იღებდა, რომლის რეპერტუარშიც კომედიური ჟანრის სპექტაკლები იყო. მომდევნო წლებში ფესტივალმა უკვე საერთაშორისო სტატუსი მოიპოვა და მასში მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე ქვეყნის დასიც ჩამოვიდა.

კომედიის ფესტივალი ქ.გორის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა. ქალაქში ზაფხულის მოსვლასთან ერთად კომედიის ფესტივალის დაწყებას ელოდებიან.

ყოველწლიურად მაყურებელს  შესაძლებლობა აქვსადგილზე გაეცნოს სხვადასხვა თეატრების რეპერტუარს აგრეთვე, მონაწილეობა მიიღონ საზეიმო მსვლლელობაში.

ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი „Black Box”-ია, რომელიც თეატრის კრიტიკოსებს აძლევს საშუალებას საფესტივალო სპექტაკლის ნახვის შემდეგ უშუალოდ სპექტაკლის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად განიხილოს დადგმა. რეგიონებში ყოველთვის პრობლემას წარმოადგენს  გრძელვადიანი და მაშტაბური კულტურული პროექტები.

კომედიის ფესტივალის დაფუძნების მიზეზი  კომედიური ჟანრის პოპულარიზაცია და ქალაქის კულტურული ცხოვრების გაუმჯობესება იყო.

ფესტივალმა შექმნა თავისი ნიშა და კომედიის ფესტივალი ქალაქ გორის ერთადერთ მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად იქცა.

წელს კომედიის ფესტივალი 5 ივნისს დაიწყება და 14 ივნისს დასრულდება. მასში მონაწილეობას.  მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, თუმანიშვილის, რუსთავის, ფოთის, ზუგდიდის, მესხეთის, თავისუფალი, ილიაუნის, ყაზახეთის, და მოზარდმაყურებელთა თეატრები მიიღებენ.

ფესტივალი იმართება- გორის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით. მხარდამჭერები:კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კომპანია -,,ბიზარტი“და გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო თეატრი.