ავლაბრის რეზიდენციიდან ინვენტარს გაიტანენ

სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მომავალმა უფროსმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ხვალ შეხვედრებს გამართავს, თუმცა კონკრეტულად რომელ სასტუმროში გაიმართება ეს შეხვედრები, ამ ეტაპზე უცნობია.

„არ გამოვრციხავ, რომ იქნება ნახევარ საათიანი ან 40 წუთიანი შეხვედრა. ზოგიერთი მომავალი პერსპექტივების განხილვა და მოთელვები, ალბათ, იმაზე, თუ რაზე უნდა იმუშაოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად,“ – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

რაც შეეხება ავლაბრის რეზიდენციაში არსებულ ტექნიკას, ჟვანია ამბობს, რომ „რეკვიზიტი, ინვენტარი, ის რაც საჭირო არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფუნქციონირებისთვის, გადატანილი იქნება“.