ოპოზიცია და პოლიცია გომბორისკენ გადაადგილდებიან

პოლიციელები თელავს ტოვებენ და თითქმის სრული შემაგდენლობით გომბორის უღელტეხილისკენ გადადიან. როგორც ჩვენი კორესპოდენტი ადგილიდან გვატყობინებს, გომბორისკენ მიემართება ოპოზიციის კოლონაც, სავარაუდოდ მათთან ერთად არის გრიგოლ ვაშაძეც. ისინი უკვე სართიჭალაში არიან.

გომბორის მთაზე კი ცოტა ხანში ოპოზიცია განცხადების გაკეთებას გეგმავს. როგორც ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, ისინი იმ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრებენ, რომლის განხორციელებასაც დღეიდან აპირებენ.

პოლიციელები კი ამბობენ, რომ ისინი თელავიდან თბილისისკენ მიმავალი მგზავრების უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფენ. საავტომობილო გზაზე ამ დრომდე გადაადგილდებიან სამთავრობო ავტომობილები, რომლებიც თელავს ტოვებენ.