“მოქალაქეების მიმართ დაბოღმილი პრეზიდენტი ნაძალადევ ღიმილით…”

კახაბერ ჭიჭინაძეს მოსაწვევი არ მიუღია, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი და უკვე მოქმედი პრეზიდენტის კონკურენტი არც ინაუგურაციის პროცესს დასწრებია და არც ზურაბიშვილს აღიარებს მის პრეზიდენტად.

-ქალბატონი სალომე არ გახლავთ არც ჩემი და არც ქართველი ხალხის პრეზიდენტი, რადგან საზოგადოებამ მისცა ხმა არა  ზურაბიშვილს არამედ ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას, ისიც ერთადერთი მოტივთ “არა ნაცებს”. ამიტომ მიმაჩნა ის ქართული ოცნების და პირადად ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტია.

ყველაფერი იღონა ხელისუფებამ, მათ შორის საარჩევნო ყუთში “ჩაყრები”, რომ “დამოუკიდებელი” კანდიდატი გაეხადათ პრეზიდენტი. ჩანს ეტაპობრივად ქართული ოცნება, როგორ ემსგავსება თავისი სულიერ ძმას, ნაციონაურ მოძრაობას, სხვადასხვა დანაშაულობრივი მეთოდებით.

არჩევნების გაყალბების მცდელობა (თუნდაც ერთ პროცენტის) , ეს გახლავთ სისტემის და ხელისუფლების დანაშაული და არა ვიღაც კონკრეტული პირის მოვალეობის გადაცდენა. რაც შეეხება ინაგურაციაზე მოსაწვევს, რამდენადაც ჩემვის ცნობილია არც ერთ სხვა კანდიდატს ინაგურაციის მოსაწვევი არ მიუღია, მათ შორის არც მე. მიუხედავად იმისა რომ ქალბატონი სალომე გახლავთ დიდი წინაპრის შთამომავალი, საფრანგეთში აღზრდილი და უმაღლესი ფრანგული განათლების, საგარეო ურთიერთობის მცოდნე, ჩვენ არაერთხელ წავაწყდით მის პროვინციულ აზროვნებას, რომელსაც ვერავითარი დიპლომი და ფრანღული ვუალი ვერ ფარავს. პროვინციალიზმის გამოხატულება იყო, მისი დამოკიდებულება სხვა კანდიდატების მიმართაც, როდესაც არაერთ დებატებზე “თავი არ გაიყადრა” და უარი თქვა. მაშინ როდესაც დეიურე თანასწორი სტატუსის კანდიდატებს “ძაღლად არ თვლის”, წარმომიდგენია მისი დამოკიდებულება, გლეხის, მშრომელი კაცის, და რიგითი მოქალაქის მიმართ, მით უმეტეს მათ მიმართ ვინც მას ხმა არ მისცა და მან მშვენივრად იცის , რომ მას ხმა სწორედაც არავინ მისცა.

სამწუხაროდ ჩვენ მივიღეთ მოქალაქეების მიმართ დაბოღმილი პრეზიდენტი ნაძალადევ ღიმილით. ერთადერთი ის მამშვიდებს, რომ ის მარიონეტად დარჩება ქართული ოცნების, გადართული იქნება თავისი კარიერის მოწყობაზე და თავის სიძულვილს ვერ გადმოანთხევს მოქალაქეებზე.