ნიკა მელიამ მამუკა ხაზარაძე თბილისის მერის მოადგილის კანდიდატად წარადგინა

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას განცხადებით, მისი მერობის შემთხვევაში, მისივე მოადგილე მამუკა ხაზარაძე იქნება.ა მის შესახებ ნიკა მელიამ ე.წ. კოალიციური გუნდის წარდგენისას განაცხადა.

„მინდა, წარმოგიდგინოთ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი და ძალიან მალე თბილისის მერის მოადგილე, თქვენი საუკეთესო პარტნიორი, თქვენი მეგობარი და თქვენი საუკეთესო მეზობელი, მჭმუნვარე ადამიანი, ვინც ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ცხოვრების სტანდარტი შეიცვალოს და ამაღლდეს, ეს არის მამუკა ხაზარაძე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.