ექსკლუზივი: მიხეილ სააკაშვილი სხვა საპატიმროში გადაჰყავთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი N18 დაწესებულებაში გადაჰყავთ. ამის შესახებ ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ექსკლუზიურად “ჯიემთივისთან”  საუბარში აცხადებს.

კობაიძის თქმით, სააკაშვილს სამკურნალოდ გადაიყვანენ.

“სააკაშვილს რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან მე-18-ში გადაიყვანენ. ეს  დაწესებულება არის სამკურნალო დაწესებულება. პროცედურა უახლოეს საათებში უნდა დაიწყოს “-  აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტი უკვე 22-ე დღეა შიმშილობს. გუშინ ექიმების მიერ  კონსილიუმი შეიკრიბა და სააკაშვილის ჯანმრთელობაზე იმსჯელეს. როგორც ცნობილია გახდა ექსპრეზიდენტს მისივე თანხმობის შემთხვევაში სამკურნალოდ გადაიყვანდნენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა.

როგორც პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს ბრალი 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.