ზაალ უდუმაშვილი: თუ „ქართული ოცნება“ და საქართველოს პრეზიდენტი მართლაც მზად არიან დიალოგისთვის, ეს მოჯადოებული წრიდან გამოგვიყვანს

თუ „ქართული ოცნება“ და საქართველოს პრეზიდენტი მართლაც მზად არიან დიალოგისთვის, ეს მოჯადოებული წრიდან გამოგვიყვანს, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.

„მხოლოდ განცხადებებს არანაირი აზრი არ აქვს, თუ ამ განცხადებებს კონკრეტული ქმედებები არ მოჰყვება. თუ ჩვენ ვნახავთ, რომ „ქართული ოცნება“ და საქართველოს პრეზიდენტი მართლაც მზად არიან იმისთვის, რომ ასეთი დიალოგი წარმართოს ეს იქნება გამოსავალი, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავძლიოთ ის მოჯადოებული წრე, რომელშიც ვიმყოფებით“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება.