„გაერთიანებული საზოგადოების“ კვლევა და პარტიების კომენტარები

არასამთავრობო ორგანიზაციამ გაერთიანებული საზოგადოება რამდენიმე ხნის წინ დააანონსა, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების რეიტინგის გამოსავლენად თავად იწყებდნენ გამოკითხვის ჩატარებას. დღეს კი ორგანიზაციამ 10 დღიანი კვლევის შედეგები გააცნო საზოგადოებას.

ორგანიზაციამ კვლევა საკუთარი სურვილით ჩაატარა.

-„გვსურდა წინასაარჩევნოდ თავად გვენახა რეალური სურათი პარტიათა რეიტინგების შესახებ, სწორედ ამიტომ თბილისსში ჩავატარეთ ათდღიანი გამოკითხვა სხვადასხვა უბნებში. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო თბილისში მაცხოვრებელმა 4157 ადამიანმა!

გამოკითხვის შედეგები იხილეთ ლინკზე:

http://www.geomediatv.ge/%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%94/

ახლა კი ორგანიზაცია  წინასაარჩევნო გამოკითხვის აჭარის მონაცემებს აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანი დარსალია ამბობს,  გამოკითხულია საქართველოს 4135 მოქალაქე და შედეგები ასეთია:

1.”ქართული ოცნება” – 22,7 %

2.პატრიოტთა ალიანსი – 19,4 %

3.ნაციონალური მოძრაობა – 12,3 %

4.თავისუფალი დემოკრატები – 4,6%

5.დემოკრატიული მოძრაობა – 4,5 %

6.ლეიბორისტული პარტია – 3,6 %

7. სახელმწიფო ხალხისთვის – 3,1 %

8. ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი – 1,3 %

9.სხვა პოლიტიკური პარტიები – 2,4 %

10. არც ერთი პოლიტიკური პარტია – 7,1 %

11. არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება 19 %

ჩვენ დავინტერესდით რას ფიქრობენ პარტიები შედეგებზე. დავუკავშირდით როგორც კვლევაში მითითებულ პარტიებს, ასევე კატეგორია „სხვა პოლიტიკური პარტიების“ წარმომადგენლებს.

„დემოკრატიული მოძრაობა“ -ბაკურ ბაკურაძე:-„-ასეთ საეჭვო კვლევებზე კომენტარს არ ვაკეთებთ!“

„ლეიბორისტული პარტია“-ნინო მეტრეველი-„ზედმეტი ფუფუნება იქნება კონკრეტული პარტიისს და ზოგადად ოლიგარქ ივანიშვილის შეკვეთილ სასურველ პარტიულ ციფრებზე ჩვენი კომენატრი. დახედავ თუ არა, მაშინვე მიხვდები ვისი დაკვეთილი და გაკეთებულია. ვინ დააფინასა ამ გამოკითხვისას,, ობიექტივის”წამყვანი ქალბატონი დარსალია, რომელიც 1 წლის წინ ლეიბორისტების ოფისში ლადო სადღობელაშვილთან იყო მოვარდნილი, ღარიბაშვილის დაფინანსებით , იქიდან დაიწყოს საუბარი. არასერიზული, არაოიბოექტური, მიუკერძოებული აბდაუბდაა. თან უშედეგოდ გაკეტებული. სხვა კვლევებს საზოგადოებრივ განწყობაზე მცირე გავლენის მოხდენა მაინც შეუძლია და ხშირად სწორედ ამისთვის კეთდება, მაინც აქვს, ქალბატონ დარსალიას და ,,ობოქეტივის” ერთიანი ძალებით დაწერილ ამ ციფრებს, ესეც არ შეუძლია, უბრალოდ ჰაერში გაშვებული ფულია. ხალხს ფული აქვთ და არ იციან როგორ მოიხამრონ…“

„მწვანეთა პარტია“-გიორგი გაჩეჩილაძე:-„საერთოდ არცერთ გამოკითხვას არ ვენდობი! იმტომ, რომ როგორც წესი არჩევნების შედეგები არ ემთხვევა ხოლმე! რაც შეეხება “მწვანეათა პარტიას” “რატომღაც” არცერთ გამოკითხვაში არ გვსვამენ, ალბათ იმიტომ, რომ საინფორმაციო საშუალებები არ გვეკერებიან, მიოხედავად იმისა, რომ მარტო 2015 წელს პარლამენტში 76 განცხადება და გამოსვლა ხოლო სააგენტოებში 40-ზე მეტი უმნიშვნელოვანესი ბრიფინგი გვქონდა! რომლიდანაც არცერთი!! არ გაშუქდა! ერთდერთი ვინც ჩვენ გამოკითხვაში ჩაგვსა იყო NDI 2014 წელს, თბილისის მერის არჩევნების წინ სადაც ნდობის რეიტინგში მეორე ადგილზე აღმოვჩნდი! მაშინაც ყველა მედია ჩვენთვისმდაიხურა!! ამიტომ ვცდილობ facebook-ის საშუალებით მაინც გავაგებინო საზოგადოებას ჩვენი საქმიანობის შესახებ და კიდევ დიდი მადლობა მეირე არხს (საზოგადეობრივის), სადაც პარლამენტის სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემა და ბრიფინგებსაც აშუქებს. მაგრამ სამწუხაროდ ბევრი მაყურებელი არ ჰყავს”.

„მემარცხენე ალიანსი“-კახა ძაგანია-„მაგ გამოკითხვაზე კომენტარს არ გავაკეთებ“

„ლიბერალ-დემოკრატები“-მუხრან ბურჭულაძე-„ ბუნებრივია, ბატონი ბიძინა ღირსების მაგალითია“.

კომენტარის გაკეთება არც სხვა პარტიებმა ისურვეს.

პარტიების შემდეგ კომენტარისთვის  აჭარაში არასამთავრობო ორგანიზაციის „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ თავმჯდომარეს მერაბ ღოღობერიძეს დავუკავშირდით.

-“კვლევას თან უნდა ახლდეს სანდოობის ფაქტორი, სად ჩატარდა, როდის, ფინანსური მხარე და ა.შ. აჭარას ვერ შემოივლიდნენ, რადგან საკმაოდ დიდია, ბათუმიც საკმაოდ დიდია და საერთოდ სხვა რეალობაა. ჩემთვის არის სანდო წყარო ეს კვლევა და არც პროცენტულად არის სწორად დათვლილი. 95,5% გამოდის, 0,5% სად გაქრა? ვფიქრობ, ცოტა შეცდომაში არიან ახალგაზრდები, მესმის მათი ახალგაზრდული ჟინის…”-განაცხადა ღოღობერიძემ.

 

 

 

კომენტარის დატოვება