ორასამდე ბიბლიოთეკის თანამშრომელი თავიანთი უფლებების დასაცავად ბრძოლას იწყებს

გიორგი თევზაძე

ორასამდე ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა თავიანთი კანონიერი უფლებების დასაცად, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელ პროფკავშირს მიმართეს.

თბილისის ბიბლიოთეკის ორასამდე თანამშრომლებმა თავიანთი კანონიერი უფლებების დასაცად, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირს მიმართეს, როგორც უფლებადამცველმა, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარემ გიორგი თევზაძემ, მედიასთან საუბრისას აღნიშნა:

-საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირს მომართეს თბილისის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკის ორასამდე თანამშრომლებმა, რომლებიც ითხოვენ თავინთი კანონიერი შრომითი უფლებების ინტერესებისა დაცვას, მომართველები აღნიშნავენ, რომ რამდენიმე თვეზე მეტია თბილისის ბიბლიოთეკების თანამშრომლები აპროტესტებენ მათთვის დასანიშნავ „გამოცდებს“ რომელთა მიხედვითაც მათ უნდა ჩააბარონ ისეთი საკითხები, რაც არავითარ შემხებლობაში არარის ბიბლიოთეკის პროფესიულ საქმიანობასთან. განსაკუთრებით წიგნი „ILFA/UNESCO სახელმძღვანელო მითითებანი“.

თბილისის ბიბლიოთეკის თანამშრომლები ფიქრობენ, რომ ბიბლიოთეკების „რეორგანიზაცია“ გამოიწვევს თანამშრომელთა საკმაო რაოდენობის სამსახურიდან გაშვებას. რომლებსაც ისედაც მცირე სახელფასო ანაზღაურება გააჩნიათ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თბილისის მერიამ თავით თავზე ვერ აიღო ადამიენების სამსახურიან გაშვება და ახლა გამოცდების ჩატარებას აპირებს თბილისი მთავარი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა , სამწუხაროდ იკვეთება ისეტი ტენდეცია, რომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სამწუხაროდ იკვეთება ისეთი ტენდეცია, თითქოს მმართველი წრეების ნაწილისათვის წიგნი და ბიბლიოთეკა მნიშვნელოვანი ფასეული აღარ არის რაც საერთო ჯამში მომავალი თაობის განვითარებაზე და განათლებაზე არასახარბიელო შედეგის მომტანბი იქნება.

ჩვენის მხრივ საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის ხელმძღვანელობამ თბილისის ბიბლიოთეკის თანამშრომლებს გამოუყავით ინტერესების დამცველი ადვოკატები , რომლებიც შეისწავლიან მათ მიერ წამჭრილ საკითხების სამართლებრივი მხარის საფუძვლიანობას და უსასყიდლოდ გაუწევენ იურიდიულ მომსახურეობას როგორც ადმინისტრაციულ უწყებებში ასევე სასამართლო ინსტანციებშიც. საჭიროების შემთხვევაშიც არ არის გამორიცხული საპროტესტო აქციის ფორმასაც მივმართოთ.