ჯგუფური ძალადობა-დაკავებულია ორი პირი

პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობისთვის დაკავებულებს მ.ღ-ს და ი.ჩ-ს ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი  ნაწილით.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 12 არტ, პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ, ქალაქ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე,სავაჭრო ცენტრ „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე  ტერიტორიაზე  მ..-ს  და ი..-ს მიერ, სხვადასხვა დროს, განხორციელდა ჯგუფურიძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რა დროსაც ხელკეტების, ქვების და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებით ათეულობით პირი თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს და ცდილობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის შენობაში შეჭრას. თავდასხმის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო 35-მა პოლიციელმა. თავდამსხმელებმა ცეცხლის წაკიდებით დააზიანეს და გაანადგურეს სახელმწიფოსა და მოქალაქეების კუთვნილი 83 680 ლარის ღირებულების ავტომანქანები და 132770 ლარის ღირებულების ქ.ბათუმის მერიის კუთვნილი ქონება.

პროკურატურამ უკვე მიმართა შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაკავებული პირებისთვის  აღკვეთის ღონისძიებისსახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225- მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლებისაღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.