თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა

Daily Sabah-ის ინფორმაციით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა. ვრცელდაბე ინფორმაცია, რომ უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. ამ ეტაპზე ცნობილია ისიც, რომ დაშავებულია 1154 ადამიანი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია გადატრიალების მომხრე 1500 ამბოხებული.

სააგენტო Anadolu  ტვიტერში წერს რომ 200-მდე ჯარისკაცი ანკარის პოლიციას ჩაბარდა.

კომენტარის დატოვება