სხვისი გაწვრთნილი ჯარი და გენერალიტეტი ვერასდროს იქნება ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი!

დემურ გიორხელიძე თურქეთში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:

-“ასეა! სხვისი გაწვრთნილი ჯარი და სხვისი გამოზრდილი გენერალიტეტი  ვერასდროს იქნება ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი…როცა სამხედრო პოლიტიკაში ერევა და პოლიტიკური სიტუაციის გაკონტროლებას ცდილობს, ამას ყოველთვის უბედურება მოსდევს…თითქოსდა, დიდი ქვეყანაა თურქეთი, თითქოსდა, ძლიერი ჯარი ჰყავს, ასეც არის!, მაგრამ, ჯარი…პოლიტიკური დესტაბილიზაციის მთავარ წყაროდ რჩება…

მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ჯარი თურქეთში რჩება სხვისი გავლენის ქვეშ. ეს წუხანდელმა მოვლენებმაც დაადასტურა… ეს კი უდიდესი სისუსტეა ქვეყნისათვის!

ისრაელი – მაგალითია საკუთარი ქვეყნისადმი დამოკიდებულებისა, მსახურებისა, ერთგულებისა და
პასუხისმგებლობისა. აბა, მიდი და ისრაელის გენერალიტეტი გახადე მარიონეტი, ვის რა გამოუვა!!!

ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა გაიგონ ერთი მარტივი რამ – მათი ძალა ხალხის მხარდაჭერაა და არა გარედან მხარდაჭერა. ამბოხებულთა ტანკებს თურქი მოქალაქეები აღუდგნენ წინ…ესაა მათი პოზიცია! ესაა მათი არჩევანი! კარგია თუ ცუდია, ეს ხალხის არჩევანია!

ყველა არათავისუფალი და სადღაც მხარდაჭერის მომლოდინე ქართველი ე.წ. “პოლიტიკოსი” ქართველმა ხალხმა თავისი დამოკიდებულებით უნდა გაანეიტრალოს…  დაე, იყვნენ და ელოდნენ “ტახტს, მორთმეულს გარედან!”

p.s. გარედან “მორთმეულ ტაქხტს” რა მოაქვს, ეს კარგად უნდა იცოდეს ქართველმა,  თუ გონება არ დაბნელებია!”

12794447_10208928887608451_7157270049884680157_n

 

 

კომენტარის დატოვება