ვის გვარს დაასახელებს ღოღობერიძის ადვოკატი პაატა შავაძე…

ბათუმში მომხდარი არეულობის ორგანიზებაში ბრალდებული მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი, პაატა შავაძე დღეს იმ პირის დასახელებას აპირებს, რომელიც ბრალდებულის თქმით, რამდენიმე დღის წინ მასთან წინასწარი დაკვების იზოლატორში იმყოფებოდა და გარიგება შესთავაზა.

დაცვის მხარის განმარტებით, როგორც მას ღოღობერიძემ უთხრა, მასთან წინასწარი დაკავების იზოლატორში შესულმა პიროვნებამ მოსთხოვა, მიეცა ჩვენება, თითქოს მას აჭარაში მასობრივი არეულობისა და ძალადობის ორგანიზება სახლემწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ვინმე ყიფიანმა დაავალა. სანაცვლოდ კი 20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებდნენ. რაზეც მან უარი განაცხადა.