“ჩამოდიან და გვეუბნებიან სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ჩვენია, თქვე ნაძირლებოო?”

პუტინთან დაახლოებული ბაიკერთა ჯგუფის, ,,ღამის მგლების“ საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები აპროტესტებენ და მათთვის დისკომფორტის შექმნისკენ მოწოდებას ავრცელებენ.

თავად 9 მაისის აქციის ორგანიზატორისთვის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ,,ღამის მგლების“ საქართველოს ტერიტორიაზე უსაფრთხოდ გადაადგილების გარანტიებს სთხოვს , გაუგებარია, რას ერჩიან გეორგიევსკის ბაფთით აღჭურვილ , პუტინთან დაახლოებულ ბაიკერთა ჯგუფს საქართველოში.

,,მე არ მესმის რატომ უნდა შეუქმნან დისკომფორტი რამეს გვიშავენებ? ჩამოდიან და გვეუბნებიან სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ჩვენია, თქვე ნაძირლებოო? ჩამოდიან, უნდა ვიზეიმოთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება.

შეიძლება ვიღაცა რაღაცას ხედავდეს ამ საკითხში, მაგრამ მე ვთვლი ,რომ საღი დებატების ფორმატში ყველა მიხვდება, რომ აქ არაფერი ისეთი საისტერიკო არ არის, რა ისტერიკაც აქვთ ატეხილი.

საქართველოში ძალიან ტრენდული გახდა თითიდან გამოწოვლ თემებზე ლაპარაკი. ჩამოდის ეს ხალხი. რა ყვირიან? პუტინის პლაკატებით ჩამოდიან? ეს ბაფთა აგერ ოთხი წელია მე მიკეთია და პრობლემა არ შემქმნია. ამ ბაფთას არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინასთან ან 2008 წელთან და ოკუპაციასთან .

ვინც არის ჩასაფრებული ვისაც ტემპერატურის აწევა უნდა და პიარიც უნდა ის ალბათ გამოხტება და მხარს აუბამს სხვებს.

ჩემი ლოგიკა მიდის იქამდე ,რომ სრულად უნდათ ამ თარიღის დისკრედიტაცია და დაკარგვაც უნდათ, ზოგადად ჩვენ ჩამოვყალიბდით ერად, რომელიც თავის მიღწევებს კარგავს და ჩასვრილ საქმეებს ატივტივებს ისტორიიდან“-ამბობს ირაკლი ყიფიანი ,,პირველ რადიოსთან“.

წყარო: pirveliradio.ge