“გავიგეთ, რომ პოლიტიკაში დაბრუნდა, მაგრამ ვერ გავიგეთ – რა გუნდით და სახელით”

დავით უსუფაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მისი ყოფილი თანაგუნდელი, ლევან ბერძენიშვილი ეხმიანება.

-“პოლიტიკაში დაბრუნებას ვერავინ ვერავის დაუშლის. ბუნებრივია, რომ პოლიტიკაში იქნება, გავიგეთ, რომ პოლიტიკაში დაბრუნდა, მაგრამ ვერ გავიგეთ – რა გუნდით და სახელით. გუნდის ნახვამდე ვერ გეტყვით, არის თუ არა ხელისუფლების ალტერნატივა. რა თქმა უნდა, ერთი კაცი ალტერნატივა არ არის. ინტერესი დავკარგეთ. ეს ჩვენი წარსულია. ჩვენი საქმე გვაქვს” – აცხადებს ბერძენიშვილი.