მაკრონის 24 წლით უფროსი მეუღლე და წყვილის სიყვარულის ისტორია

საფრანგეთის პრეზიდენტობის პირველ ტურში გამარჯვებული 39 წლის ემანუელ მაკრონის მეუღლე მასწავლებელია, რომელიც მასზე 24  წლით უფროსია.

ემანუილს ის ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში შეუყვარდა. ვაჟი იმ დროს 15 წლის იყო, ბრიჯიტ ტრონიე კი დაოჯახებული ქალი და სამი შვილის დედა. ის სკოლაში ფრანგულ ენას ასწავლიდა. მასწავლებელმა თეარტალური ჯგუფი ჩამოაყალიბა, სადაც გაიცნო ემანუელი.

როცა ემანუილი 17 წლის გახდა, ბრიჯიტს სიყვარულში გამოუტყდა, თუმცა მათი ქორწილი მხოლოდ ვაჟის 29 წლის დაბადების დღეზე შედგა.

ახლა ბრიჯიტს 7 შვილიშვილი ჰყავს, რომელთაც საკუთარი შვილებივით უვლის, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს აქტიურად ჩაერთოს მეუღლის საარჩევნო კამპანიაში.

წყვილი თავისუფალ დროსაც ერთად ატარებს.

საფრანგეთის პოტენციურმა ლიდერმა პირობა დადო, რომ თუ პრეზიდენტი გახდება, მეუღლე ოფიციალურ პოსტს მიიღებს.

წყვილს საკმაოდ უყვართ ერთმანეთი და ამას არც ამომრჩევლის წინაშე მალავენ, სხვათაშორის, წყვილის ურთიერთობა კარგად მოქმედებს ამომრჩეველზე.