„ამ ვანდალური აქტის ჩამდენი პირები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ!“ (ვიდეო)

„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა ჯიბლაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ვიდეოს ეხმიანება, რომელიც ლისის ტბაზეა გადაღებული და ვანდალური აქტის ცამდენი პირების გამოვლენას და დასჯას მოითხოვს.

-„ამის გამკეთებელსაც და დამკვეთსაც ხელები უნდა დააჭრა. თბილისის მერმა დაუყოვნებლივ მიმართოს პროკურატურას,რომ დაიწყოს გამოძიება ამ ვანდალური აქტის ჩამდენი პირების გამოვლენისა და უმკაცრესად დასჯის მიზნით“-წერს ჯიბლაძე სოციალურ ქსელში.