პროტესტმა შედეგი გამოიღო – ვენესუელაში მინიმალური ხელფასი იზრდება

Noticias24-ის ინფორმაციით, ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ 1 მაისიდან მინიმალური ხელფასი 60%-მდე გაზარდა.

მისი თქმით, დღეიდან მინიმალური ხელფასი ქვეყანაში 40 ათასიდან 65 ატასამდე გაიზრდება. მადურომ გაზარდა საყოფაცხოვრებო კალათის ღირებულებაც და უკვე დღეიდან მოქალაქეები 200 ათას ბოლივარს მიიღებენ ყოველთვიურად ძირითადი პროდუქტის შესაძენად.

მედია ამბობს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მასობრივ პროტესტებს მოჰყვა.