2020 წელს ამომრჩეველი მაჟორიტარ დეპუტატებს აღარ აირჩევს.

2020 წელს ამომრჩეველი მაჟორიტარ დეპუტატებს აღარ აირჩევს. მოქალაქეები  ბიულეტენზე მხოლოდ პარტიებს შემოხაზავენ. ამ ცვლილებების შესახებ დღეს პარლამენტსის თავმჯდომარემ განაცხადა. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირ გზას, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერს, ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია. მისი განცხადებით, როცა პრეზიდენტი პარლამენტის საწინააღმდეგო ქმედებებით გამოირჩევა, ეს წესი, შესაძლოა 2018 წლისთვისაც ამოქმედდეს.

ირაკლი კობახიძემ მედიასთან დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტი დესტრუქციულ ქმედებებშიც დაადანაშაულა. “ჩვენ არაერთხელ გვქონდა მცდელობა პრეზიდენტთან შეგვეთანხმებინა საკონსტიტუციო ცვლილებები, თუმცა მან სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად შეათანხმა სამოქმედო გეგმა, რომელიც დესტრუქციულ ელემენტებს შეიცავს. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ახალი რედაქცია არ შეესაბამება მის ხედვას, ამ შემთხვევაში კი მას აქვს სრული უფლება ვეტო დაადოს კანონს.”

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას არ იზიარებენ როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ასევე ოპოზიციურ სპექტრშიც. მათი განცხადებით, ყველა კონსულტაცია და შეხვედრები მიმდინარეობდა გამჭვირვალედ და არავითარი შეთქმულება არ არსებობდა და შესაბამისად, დესტრუქციული ქმედებებიც აავის მოსვლია აზრად.