“რაც გარდაბნის რაიონში ვნახე, მასეთი გრანდიოზული არსად მინახავს…”

მიხეილ მუმლაძე
ა(ა)იპ „ჩვენი საქართველო“-ს ლიდერი
პოლიციისა და იუსტიციის  ვიცე-პოლკოვნიკი.

გარდაბნის რაიონის გამგეობა სიბინძურეში და ხელოვნების ახალი დარგის გამოფენაში
საქართველოს ჩემპიონი გახდა?

ამ ბოლო წლებში ძალზე ძნელია საქართველოს რომელიმე ქალაქმა ან რაიონმა რაიმე სიგლახეში ორ-სამ ან ოთხ ქალაქსა და რაიონს აჯობოს. ეს საქმე ძალიან ძნელია, რადგან ყველა ქალაქის თუ რაიონის მერები, გამგეობები თუ გუბერნიების ხელმძღვანელები ერთმანეთზე მეტად უსაქმურები, უუნაროები და ორგანიზატორობის უცოდინრები არიან. პატრიოტობაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

ბოლო 2-3 თვეში საქართველოს ბევრი ქალაქისა და რაიონის ნახვა მომიწია __ ყველგან დიდი სიბინძურეებია ქუჩებში, ტროტუარებზე, სკვერებში, ტრასებზე… ყველგან ხეების ტოტებიც და ბუჩქებიც ცელოფნის პარკებით აქვთ „დამშვენებული“. ბოლო 4-5 წელიწადში გამგეობების, მერიების, საკრებულოების საშტატო ერთეულები 3-ჯერ, 4-ჯერ მეტად გაზარდეს და დაფინანსებაც გაიზარდეს.

ყველგან სიბინძურე და უსაქმურობაა აყვავებული, მაგრამ რაც გარდაბნის რაიონში ვნახე მასეთი გრანდიოზული არსად მინახავს.
__ თვით ხაშურისა და ზესტაფონის რაიონების ტერიტორიაზეც კი.
გარდაბნის რაიონის სოფელ ახალ სამგორში ვიყავი, სადაც ქუჩები, ეზოები, ხეები, ბუჩქები, მინდვრები, გავსებულია და ყველაფერი დაფარულია სხვადასხვანაირი ნაგვით __
__ სხვადასხვა ფერის ცელოფნის პარკებით;
__ მინის და პლასტმასის ბოთლებით;
__ ყუთებით, ტომრებით, სიგარეტის კოლოფებით, ნაჭრებით, პლასტმასის ნარჩენებით და ათასი სიბინძურით.
მაგრამ ყველაზე ბრწყინვალედ გარდაბნის რომელიღაც ხელმძღვანელს მოუფიქრებია სოფელ ახალ სამგორში ძალზე ორიგინალური გამოფენის მოწყობა. ამ ბრწყინვალე გამოფენით გარდაბანმა და მისმა გამგეობამ აჯობა სიბინძურით, უსაქმურობით და სიგლახით გამორჩეულ ქალაქებსა და რაიონებს. ახლა ქალაქებისა და რაიონების ჩამოთვლა არ გჭირდებათ, რადგან ყველამ ჩემზე კარგად იცით თქენი ქალაქებისა და რაიონების უსაქმურთა და უცოდინართა მოღვაწეობა.

რაც შეეხება ახალ სამგორში მოწყობილ არაჩვეულებრივ გამოფენას ეს ალბათ ახალი სიტყვაა თანამედროვე ხელოვნებაში.

სოფელ ახალი სამგორის ღობეები და კედლები დაფარულია სხვადასხვა ფერის ცელოფნის პარკებით და ქაღალდებით, რაც დიდად წარმატებული ნაბიჯია გარდაბნის გამგეობისათვის რომელიც ქვეყნის მასშტაბით ჩემპიონი გახდა.

შეხედეთ სურათებს, რა სილამაზეა?

ამის შექმნას რომელი დიდი მხატვარი და ხელოვანი შეძლებდა ჩვენთან ან საზღვარგარეთ?