შალვა ნათელაშვილი გიორგი მარგველაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს

შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს.

„ეს ქვეყანა ჩავარდნილია უმძიმეს სახელმწიფოებრივ, პოლიტიკურ და კონსტიტუციურ კრიზისში. ოლიგარქმა, რომელმაც მანამდე არჩევნების საყოველთაო გაყალბებით მოახდინა ძალაუფლების სრული უზურპაცია, ამჯერად გადაწვიტაჩვენს ხალხს სამუდამოდ წაართვას პრეზიდენტის არჩევის უფლება და იგი ამ გეგმას შეასრულებს, თუ არ გადაიდგა გადამწყვეტი ნაბიჯები. პირველ რიგში, მივუწოდებსაქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, ბატონ მარგველაშვილს, გამოაცხადოს გადადგომა, რაც გამოიწვევს 45 დღეში ახალ საპრეზიდენტო სახალხო არჩევნებს,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ამ სიტუაციაში პრეზიდენტის გადადგომა ერთადერთი გამოსავალია.

„კონსტიტუციის პროექტში ჩაწერილი გახლავთ, რომ 2018 წელს ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე, შედის ძალაში ხალხისთვის პრეზიდენტის არჩევის უფლების წართმევა,“ – აღნიშნა ნათელაშვილმა.