მარგველაშვილმა “მრჩევლებზე” უკეთ უწყის, რომ მას არანაირი შანსი არა აქვს…

ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი

-“უსუფაშვილის, ხუხაშვილის, ნათელაშვილის და სხვების “რჩევას” მარგველაშვილისადმი, რომ იგი თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადადგეს, რათა ხელისუფლებამ ვერ შეძლოს საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება, რომელიც უკვე 2018 წლისთვის პრეზიდენტის პირდაპირი და საყოველთაო არჩევის წესის გაუქმებას ითვალისწინებს, ჩემი აზრით, მოქმედი პრეზიდენტი მარგველაშვილი ყურად არ იღებს და იცით რატომ?! მარტივი მიზეზის გამო, მარგველაშვილმა “მრჩევლებზე” უკეთ უწყის, რომ მას არანაირი შანსი არა აქვს, რათა ხელმეორედ იქნას “არჩეული” საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე! ამიტომ, გიორგი მარგველაშვილი “მრჩევლების რჩევას გაატარებს” და ბოლომდე მიიყვანს “ხათრით არჩეულ” საპრეზიდენტო ვადას ისე, რომ არცერთ “პრეზიდენტდღეს” არ მოიკლებს”!!!…