საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს აკრძალვა შესაძლოა ერთი წლით გადავადდეს.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს აკრძალვა შესაძლოა ერთი წლით გადავადდეს. დღეს ჯანდაცვის კომიტეტმა თამბაქოს მოწევის შესახებ ახალი კანონი განიხილა.  ხმაური მოჰყვა კანონპროექტის  განხილვას, მანამ, სანამ კომიტეტის წევრები ამ კანონს მხარს დაუჭერდნენნ.  კანონის მიღების გადავადებამ ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია.   მათი განცხადებით, ხელისუფლება თამბაქოს მწარმოებლებს გაურიგდა და ამიტომ აჭიანურებენ ამ საკითხის სისრულეში მოყვანას. კანონპროექტში დაჩქარებული წესით ცვლილებების შეტანა  დღეს კომიტეტს საერთაშორისო ორგანიზაციებმა მოსთხოვეს. მათ წარმოადგინეს სტატისტიკა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ყოველწლიურად თამბაქოს მოწევით გამოწვეული დაავადებების შედეგად 11 ათასი ადამიანი იღუპება, სადაც 3 ათასი პასიური მწეველია.   დღეს კომიტეტს ადღევანდელ კომიტეტის სხდომაზე ასევე ელექტრისიგარეტების და ჩილიმის აკრძალვაზეც იმსჯელეს.