“მიმდინარეობს ქართული პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია!”

გიორგი მუხიგულაშვილი

უფლებადამცველი

– ჯგუფური შეტევა პოლიციაზე ? რატომ ხდება ? რატომ უტევენ პოლიციას ესე გამწარებულები? ვის ან რაში აწყობს ქვეყნის პოლიციის დისკრედიტაცია? მინდა ვრცლად მოგიყვეთ იმ პოლიციის შესახებ, რომელიც უკვე 5 წელია პოლიტიზირებისგან გათავისუფლდა. ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტები კი ცხადყობს ,რომ ქვეყნის პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს.

აი ფაქტებიც: გავეცანი ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლიციის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს, რომლებიც გამოძიების დასრულებისას არ დადასტურდა .

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადგილობრივი პრესის საშუალებით გავრცელედა ინფორმაცია, თითქოს ახალციხის რაიონის სოფელ აბათხევში ქართველებსა და სომხებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა და ახალციხის რაიონული სამმართველოს შენობაში მიყვანილ პირებს პოლიციელებმა ეთნიკურ/რელიგიურ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენეს, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, გამოძიების შედეგად აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა.

აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის კახა ბუხრაძის მიმართ გამოთქმული ბრალდებები, სადაც ამბობდნენ, რომ მან აჭარის მოსახლეობას თათრები უწოდა, გამოძიების შედეგად  არ დადასტურდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის თქმით, სახელმწიფოს ინსტიტუტების საქმიანობაში არა მხოლოდ არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი ერევა, არამედ მისი ოჯახის წევრებიც. წიკლაურის თქმით ბერა ივანიშვილის უკანონო მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო შს მინისტრმა უწყებიდან 9 პოლიციელი გაათავისუფლა. გამოძიების შედეგად აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა.

თბილისში საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გამართა ბრიფინგი, სადაც მან გაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელები, კერძოდ საპატრულო პოლიციის დირექტორი გოგა რაზმაძე და მისი მოადგილე დავით მიქიაშვილი მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ, რის შემდეგაც სამსახურიდან დაითხოვეს. გამოძიების შედეგად აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა.

შოთა პაკელიანი სამართალდამცავებს ნარკოტიკული საშუალება „ბიოს“ ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებდა, გამოძიების შედეგად აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა.

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებდა, მისი თქმით, ის ფალიაშვილის ქუჩაზე სამმა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა გააჩერა, შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და უმიზეზოდ სამი დღის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ, ასევე სამართალდამცავებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოძიების შედეგად აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა.

უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი რამოდენიმე დღის წინ აცხადებდა შინაგან საქმეთა მინისტრის ცოლის დაყაჩაღების შესახებ, აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა ანუ რა გამოდის?!.

გამოდის, რომ მიმდინარეობს ქართული პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია და სამწუხაროდ დაავიწყდა ხალხს დრო, როდესაც ხმას ვერ იღებდნენ მერაბიშვილის შიშით და ახლა ზედმეტი თავისუფლება გადაექცათ ცილისწამებაში და ცრუ ბრალდებებში?

აღნიშნულ ცილისწამებას აქტიურად უწყობენ ხელს სწორედ ის ხალხი, ვისაც სისხლიანი რუსთაველი მოენატრა, რომლებსაც აკანკალებთ აქციებს რომ ხედავენ, იმ აქციებს, რომელთა დარბევაშიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და ახლა ნოსტალგიად აქვთ შემორჩენილი!..

ამ ყველაფერს ხელს უფრო და უფრო უწყობენ ქართული მედია საშუალებები, რეიტინგისა და ორი კაპიკის მოთხოვნის იმედად დარჩენილები ერთგვარ ბინძურ პროპაგანდას ეწევიან.

მინდა მკითხველმა გადახედოს ზემოთ აღნიშნულ ფაქტებს და თავად გააკეთოს შედარება, თავად გამოიტანოს აზრი, შეაფასოს აღნიშნული ბრალდებები და საერთოდ დღევანდელი პოლიცია .

ჩვენ გვახსოვს დარბეული აქციები, დასახიჩრებული მოსახლეობა, პოლიციის დატერორებული ბიზნესი, პოლიციის დატერორებული ახალგაზრდობა, ნულოვანი ტოლერანტობა და ამ ყველაფრის შემდეგ მინდა ყველა იმ მეოცნებეს  ვუთხრა, ვინც ვანო მერაბიშვილის დროინდელ პოლიციაზე ოცნებობს –  ის დრო აღარ დაბრუნდება!!!