დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, განცხადებით, ქვეყნის მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოახლოებული არჩევნები პუტინისა და სხვა გარეშე ძალების ზეგავლენისგან დაიცვას

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის,  განცხადებით, ქვეყნის  მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოახლოებული არჩევნები პუტინისა და სხვა გარეშე ძალების ზეგავლენისგან დაიცვას. ტერეზა მეი ირწმუნება, რომ ბრიტანეთის ახალმა “კიბერუსაფრთხოების” ცენტრმა ქვეყნის პოლიტიკურ ძალებს  მისცა რეკომენდაციები, თუ  როგორ დაიცვან თავი ჰაკერების შემოტევებისგან. ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს შეკითხვაზე შიშობს თუ არა, რომ პუტინს შეუძლია გავლენა მოახდინოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, რომელიც ბრიტანეთში გამართება 8 ივნისს, ტერეზა მეიმ უპასუხა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე მიიღო მკაცრი უსაფროების ზომები, რათა მსგავსი შემთხვევები არ მოხდეს.

როგორც პრემიერმა განაცხადა, თავისუფალი და პატიოსანი გზით დანიშნული არჩევნები უნდა იყოს ქვეყნის მოსახლეობისთვის დემოკრატიის გარანტი.  “აუცილებლად უნდა დავიცვათ თითოეული მოქალაქის არჩევანი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესში გარეშე ძალები არ ჩაერიონ. სწორედ ამიტომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ გახსნა კიბერუსაფრთხოების ახალი ცენტრი, რომელიც  ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯია”-აღნიშნა მეიმ

როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სპეცსამსახურებმა ვლადიმერ პუტინი შეამჩნიეს, რომ  მან პირადად გაუწია ორგანიზება აშშ-ში არჩევნების დროს ჰილარი კლინტონის დისკრედიტაციას,  ევროპაში უკვე ბევრი შიშობს, რომ მათ ქვეყნებსაც შეექმნებათ თავისუფალი არჩევნების ჩატარების საფრთხე და პუტინი მათაც “გადასწვდებათ” მოახლოებულ არჩევნებში. სოჭში პუტინთან  გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ანგელა მერკერმაც განაცხადა, რომ   გერმანია მიიღებს გადამწყვეტ ზომებს ნებისმიერი მცდელობისას, რომელიც გავლენას მოახდენს მათ თავისუფალ არჩევნებზე.