ფრანგი ფოტოგრაფის თვალით დანახული აფხაზეთი

ფრანგი ფოტოგრაფი ორელიენ ვილეტი წლების განმავლობაში მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო. მის ობიექტივში ძირითადად მიტოვებული ადგილები ხვდებოდა.  ის სტუმრობდა აფხაზეთს. ფოტოგრაფის თქმით-„ერთ დროს ულამაზესი მხარე დღეს ნასახლარებად და დანგრეული შენობების სასაფლაოდ არის ქცეული“.

ფოტოგრაფმა აფხაზეთში გადაღებული ფოტოები განათავსა მის ოფიციალურ საიტზე-Adonis-photografic. მისი თქმით, შეეცადა ადამიანებს დაენახათ წარსულია, აწმყოს და მომავლის ქაოსი.

ვილეტმა ფოტოების ორი სერია შექმნა. პირველი სერია სტალინის პერიოდის მიტოვებულ და გაპარტახებულ ადგილებს ეხება, მეორე სერიით კი ხელოვანს სურდა მსოფლიოსთვის დაენახვებინა მცირე ერის „ოცნებების სასაფლაო“ და მიტოვებული ქართული სახლები.