„ივერთუბანი” სიბინძურის ცენტრად იქცა!..

მიხეილ მუმლაძე
ა(ა)იპ „ჩვენი საქართველო“-ს ლიდერი
პოლიციისა და იუსტიციის  ვიცე-პოლკოვნიკი

ვინ მიხედავს „ივერთუბანს“?

რამდენიმე წელია თბილისის სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე ახალი დასახლება „ივერთუბანი“ გაშენდა.
ეს დასახლება მალე სიბინძურის ცენტრად იქცა. ჯერ იყო და თითქმის ყველა ნაგვის ურნას სახურავები აატეხეს  ხუდადოვის ქუჩაზე თვით პოლიციის განყოფილების წინ, ხოლო შემდეგ ივერთუბნის მთელ ტერიტორიაზე სახურავებიც აატეხეს და ბორბლებიც.
დამნაშავეები ჯერ არ დაუჭერიათ. ივერთუბნის მთელი ტერიტორია ქუჩები, ეზოები, ღობეები და ხეები სხვადასხვა ფერის ცელოფნის პარკებითაა გავსებული.

ვინ მიხედავს „ივერთუბანს“?