„ეფექტიანი წარმომადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოში“

ევროკავშირის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის EU4Justice ფარგლებში ბორჯომში, მეორე დღეა მიმდინარეობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელთა კონფერენცია თემაზე: „ეფექტიანი წარმომადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოში“.

„კონფერენცია ეხება სამართალწარმოების სტადიების განხილვას და ასევე, საკანონმდებლო თვალსაზრისით კონკრეტული პრობლემური ნორმების იდენტიფიცირებას, რის შემდეგაც ჩვენ დავინახავთ გვჭირდება თუ არა რაიმე ტიპის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გააუმჯობესებს სასამართლოში საკანონმდებლო ორგანოსთვის წარმომადგენლობის ფორმებს და ამავე დროს, კიდევ უფრო მეტად დახვეწს სასამართლოს მომწესრიგებელ ნორმებსაც“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კონფერენციაში მონაწილეობენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისზიების მიზანია საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წარმომადგენლობის ფუნქციის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფა და საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში მხარეთა მიერ წარმომადგენლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი და საკანონმდებლო საკითხების ანალიზი.